Saturday, March 5, 2016

მესმოდა ,,პროექტებით სწავლება", მაგრამ არა მქონია ასეთ ტრენინგთან წვდომა.ამიტომ დიდი ინტერესით ჩავეწერე ამ ტრენინგის მონაწილეთა სიაში.
 ძალიან დატვირთული და ერთმანეთზე მძივებივით აცმული დღეები - 9 სამუშაო დღე გავიარე. დადებითი ემოციებითა და  დიდი კმაყოფილებით დიდი მადლობა მინდა გამოვუცხადო ჩვენს ტრენერს- ქალბატონ გვანცას,იმ  სასიამოვნო აურისა და ნებისმიერი მსმენელის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის.
მხოლოდ ერთი მინდა აღვნიშნო- კარგი იქნებოდა ამ ტრენინგს დამატებოდა ორი სამუშაო დღე,რათა ნებისმიერს შეძლებოდა თავისი სუსტი წერტილის აღმოფხვრა და უფრო კარგად გარკვეულიყო ნიუანსებში.
დიდი მადლობა ქალბატონ გვანცას!
 დიდი სიამოვნებით გავივლიდი ამ ტრენინგს თავიდან...
05.03.2016წელი

მე-9 დღე
წარმოვადგინე ჩემი ნაუშევარი-შექმნილი პორტფოლიო.
მივიღე ( სავსებით ობიექტური)რჩევები,რომელსაც გავითვალისწინებ და შევიტან ცვლილებებს ჩემს პროექტში.
სამწუხაროდ, მაქვს უკმარისობის გრძნობა...
 ახლა ვხვდები რა და როგორ უნდა მეკეთებინა.
დიდი იმედი მაქვს,რომ ამ ტრენინგის მსმენელები ერთმანეთს დავეკონტაქტებით და გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას.
ნატალია კეჭეხმაძე
05.03.2016წ.

Friday, March 4, 2016

მე-8 სამუშაო დღე-  კარგად მაქვს განსაზღვრულისასწავლო პროექტისმიზნები.ასევეშევიმუშავე შეფასების სტრატეგიები და ახლა უკვე შემიძლია გადავიტანო ყურადღება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე. წარმოვადგინე ჩემი მოსწავლის ნამუშევარი - პრეზენტაცია POVER POINT-ში.
ასევე ვისწავლე რომელ საქაღალდეში რომელი ფაილი როგორ ჩავაშენო.
საინტერესო დღე იყო...
სამწუხაროა,რომ ტრენინგი დასასრულს უახლოვდება...
ნატალია კეჭეხმაძე
04.03.2016წ.