Sunday, February 28, 2016

28.02.2016წ.

როგორც ყოველთვის,საინტერესო და დავალებებით დატვირთული დღე იყო...
ტრენერმა გამოიკითხა საშინაო დავალებები:1. პროექტის გეგმა დიფერეცირებულ სწავლებამდე;2.მოსწავლის ნამუშევარი-პრეზენტაცია;3.მოსწავლის ნამუშევრის-პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
შესვენების შემდეგ გავეცანით მე-6 მოდულს- დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებებისათვის.გავეცანი ბლუმისა და გარდნერის მატრიცას,რაც ითვალისწინებს დავალებების დიფერენცირებას მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით,თავისი შეფასების რუბრიკებით.
კარგი დღე იყო...

ნატალია კეჭეხმაძე
28.02.2016წ.

Saturday, February 27, 2016

დღეს საკმაოდ დატვირთული, მაგრამ საინტერესო სამუშაო დღე გვქონდა.განვიხილეთ ჩვენი(როგორც მოსწავლის  დონეზე) გაკეთებული  სამი პრეზენტაცია.ტრენერი ჩვენთან ერთად აკეთებდა კომენტარებს.ჩემი მიზანი იყო გამეგო მოსწავლის რა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობდა ხელს ეს პრეზენტაცია.
განვიხილეთმე-5 მოდული-შეფასების რუბრიკები.
ასევე განვიხილეთ ჩეკლისტის ნიმუშები.
გავიგე რომ ჩეკლისტი ეხმარება მოსწავლეს ამ დავალების შესრულებაში.
პავერ პაინტის  ბოლო სლაიდში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ,,ბიბლიოგრაფია",რომელშიც უნდა გადავითანოთ ლინკები(ინტერნეტში მისამართები).
ს/დ   -  ის რაც პორტფოლიოში უნდა ჰქონდეს პედაგოგს:
1.პროექტის გეგმა(ქართულად);
2.მოსწავლის ნაშრომი( რუსულ ენაზე);
3.შესაბამისი შეფასების რუბრიკა.
დიდი მადლობა დღევანდელი დღისათვის.
ნ.კეჭეხმაძე
27.02.2016წ.

Sunday, February 21, 2016

დღე-5

როგორც ყოველთვის,ნაყოფიერი დღე იყო.
ელექტრონული ფოსტიდან ვისწავლე ჯგუფის შექმნა. ქალბატონმა გვანცამ გააკეთა ინტელის ჯგუფის ეწვრების პირადი მონაცემების ცხრილი. ამ ცხრილში შეიძლება მოვძებნოთ ერთმანეთის პირადი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდები მათ.აქვე ვისწავლე ,თუ როგორ შეიძლებაერთსა და იმავე
 ფაილში იმუშაოს რამდენიმე ადამიანმა.
საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის გუგლ-დრაივში ვორდის ფაილში ტექსტის(წერილის) აკრეფა და გაგზავნა.
გავიარე ინტელის მე-4 მოდული- მოსწავლის ნაშრომის შექმნა-POVER POINT-ში 5-6 სლაიდით,რომელიც დამეხმარება გავიგო რა ცოდნასა და უნარებსგამოიმუშავებს მოსწავლე ამ პროექტზე მუშაობის  შედეგად.
მოგეხსენებათ ,ქება ძალიან სასიამოვნოა...
შევეცდები ბავშვებისათვი სასურველი და ჩემთვის შესაძლებელი საჩუქარი შევარჩიო და პროექტის ბოლოს დავაჯილდოვო.
ს/დ: მოსწავლის ამპლუაში შევქმნა 5-6 სლაიდიანი  პრეზენტაცია POVER POINT-ში.
 დიდი მადლობა დღევანდელი დღისათვის!

Saturday, February 13, 2016

13.02-2016- ტრენინგის მე-2 დღე
საინტერესო აქტივობები  გავიარე.
დავალებად მქონდა: იდეების დონეზე მომეფიქრებინა,თუ რა თემაზე,რა სათაურით უნდა გამეკეთებინა პროექტი.
მე-5 კლასელთათვის  რუსულ ენაში შევარჩიე პროექტი: ,,როდის გვიცინის მზე."

ვისწავლე საქაღალდის გახსნა  და დასათაურება დრაივზე. გავიგე რომ წარმატებული პროექტისთვის აუცილებელია წარმატებული პრეზენტაცია, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად აუცილებლად მონაწილეობას მიიღებენ მათი მშობლები, მასწავლებლები და სკოლელები.
წარმატებული პრეზენტაციისათვის კი, აუცილებელია პროექტის პოპულარიზაცია.
დღეს ვისწავლე პოპულარიზაციისათვის საჭირო გაზეთის ან ბუკლეტის შედგენა და  შაბლონებიდან ერთ-ერთის ამორჩევა.
მივიღე დავალება:
თაბახის ფურცელზე,ჩემი პროექტის მიზნისა და იდეიდან გამომდინარე გადავიტანო ბუკლეტის ტექსტი.

დიდი მადლობა ქალბატონ გვანცას
საინტერესო და პროდუქტიული დღისათვის.

Sunday, February 7, 2016

რეფლექსია. დღე-1

2016  წლის 7 თებერვალი.
ტრენინგის პირველი დღე.
ტრენერმა,ქალბატონმა გვანცამ,გაგვაცნო ამ ტრენინგის ირგვლივ ყველაფერი და თან კარგად განგვიმარტა,თუ როგორ დაგვეხმარება პროექტებით სწავლება,21 საუკუნის ახალგაზრდის სწავლა განვითარებაში.
მე გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოს თავისი შემადგენელი ნაწილებით: შინაარსით,რესურსებით,ჩანიშვნებით.
ასევე გავეცანისხვადასხვა ღილაკების შინაარსსა და მათი გამოყენების მნიშვნელობას.
 ამის შემდეგ დაწვრილებით მიმოვიხილე ერთი სანიმუშო პროექტი  ,,უკვდავი გმირები".
მივიღე დავალება შემდეგი სამუშაო დღისათვის: იდეის დონეზე მოვიფიქრო ჩემი კლასისთვის შესაბამისი პროექტი,რომელსაც განვახორციელებ ამ ტრენინგის დასრულების შემდეგ.
კარგი ტრენინგი,ძლიერი ტრენერით-მართლაც კარგი და პროდუქტიულია ჩემთვის.აუცილებლად,ამ ტრენინგის დასრულების შემდეგ,განვახორციელებ აქ შეძენილი უნარებითა და მეთოდებით შერჩეულ პროექტს.
 მადლიერი და მადლობელი ვარ,რომ ამ ტრენინგზე აღმოვჩნდი...
დიდი მადლობა ქალბატონ გვანცას,სასიამოვნო  და მრავალმხრივ დატვირთული ტრენინგის ჩატარებისათვის!
07.02.2016წ.