Sunday, February 7, 2016

რეფლექსია. დღე-1

2016  წლის 7 თებერვალი.
ტრენინგის პირველი დღე.
ტრენერმა,ქალბატონმა გვანცამ,გაგვაცნო ამ ტრენინგის ირგვლივ ყველაფერი და თან კარგად განგვიმარტა,თუ როგორ დაგვეხმარება პროექტებით სწავლება,21 საუკუნის ახალგაზრდის სწავლა განვითარებაში.
მე გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოს თავისი შემადგენელი ნაწილებით: შინაარსით,რესურსებით,ჩანიშვნებით.
ასევე გავეცანისხვადასხვა ღილაკების შინაარსსა და მათი გამოყენების მნიშვნელობას.
 ამის შემდეგ დაწვრილებით მიმოვიხილე ერთი სანიმუშო პროექტი  ,,უკვდავი გმირები".
მივიღე დავალება შემდეგი სამუშაო დღისათვის: იდეის დონეზე მოვიფიქრო ჩემი კლასისთვის შესაბამისი პროექტი,რომელსაც განვახორციელებ ამ ტრენინგის დასრულების შემდეგ.
კარგი ტრენინგი,ძლიერი ტრენერით-მართლაც კარგი და პროდუქტიულია ჩემთვის.აუცილებლად,ამ ტრენინგის დასრულების შემდეგ,განვახორციელებ აქ შეძენილი უნარებითა და მეთოდებით შერჩეულ პროექტს.
 მადლიერი და მადლობელი ვარ,რომ ამ ტრენინგზე აღმოვჩნდი...
დიდი მადლობა ქალბატონ გვანცას,სასიამოვნო  და მრავალმხრივ დატვირთული ტრენინგის ჩატარებისათვის!
07.02.2016წ.

No comments:

Post a Comment