Saturday, February 13, 2016

13.02-2016- ტრენინგის მე-2 დღე
საინტერესო აქტივობები  გავიარე.
დავალებად მქონდა: იდეების დონეზე მომეფიქრებინა,თუ რა თემაზე,რა სათაურით უნდა გამეკეთებინა პროექტი.
მე-5 კლასელთათვის  რუსულ ენაში შევარჩიე პროექტი: ,,როდის გვიცინის მზე."

ვისწავლე საქაღალდის გახსნა  და დასათაურება დრაივზე. გავიგე რომ წარმატებული პროექტისთვის აუცილებელია წარმატებული პრეზენტაცია, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად აუცილებლად მონაწილეობას მიიღებენ მათი მშობლები, მასწავლებლები და სკოლელები.
წარმატებული პრეზენტაციისათვის კი, აუცილებელია პროექტის პოპულარიზაცია.
დღეს ვისწავლე პოპულარიზაციისათვის საჭირო გაზეთის ან ბუკლეტის შედგენა და  შაბლონებიდან ერთ-ერთის ამორჩევა.
მივიღე დავალება:
თაბახის ფურცელზე,ჩემი პროექტის მიზნისა და იდეიდან გამომდინარე გადავიტანო ბუკლეტის ტექსტი.

დიდი მადლობა ქალბატონ გვანცას
საინტერესო და პროდუქტიული დღისათვის.

No comments:

Post a Comment